ხანძარი ქობულეთში: ოთხსულიანი ოჯახი უბინაოდ დარჩა

ამ დროისათვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
შემთხვევა სოფელ ჯიხანჯურში, ყოფილი მეურნეობის ბინებში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ცეცხლმა ოთხსულიანი ოჯახის საცხოვრებელი გაანადგურა.
ოჯახის ერთ-ერთი არასრულწლოვანი წევრი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროსთვის სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.