ყვითელი ამბები

დაბადების დღის ტორტი ლიზა ჩიჩუასგან ირაკლი მაქაცარიას - ვიდეო

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მიმდევარია.
Sputnik
ექიმების გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ქალიშვილი, უმშვენიერესი ლიზა ჩიჩუა 25 მარტს 20 წლის გახდა. ორი დღის წინ კი დაბადების დღე მის რჩეულს ირაკლი მაქაცარიას ჰქონდა, რომელიც მეუღლეზე 17 წლით უფროსია.
ლიზამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საყვარელ კაცს ტორტით ულოცავს იუბილეს.
ირაკლი მაქაცარიას შესახებ ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიგო. მაშინ 30 წლის პროდიუსერმა, ბათუმში დაბადებულმა და თბილისში მცხოვრებმა ირაკლი მაქაცარიამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ უკრაინულ შოუში – „ხოლოსტიაკში“ ეცადა ბედი და ნამდვილ სექს-სიმბოლოდ იქცა.
შოუ მისი მონაწილეობით ძალიან პოპულარული გახდა, შოუს ბოლოს მან არჩევანიც გააკეთა – ალიონა ლესიკი აირჩია, რომელიც ცოლადაც უნდა შეერთო. წყვილი საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა ერთად, ირაკლის გოგონა საქართველოშიც ჰყავდა ჩამოყვანილი და თავისი სამშობლოც გააცნო, თუმცა ერთმანეთს დაშორდნენ.