ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ გადაცემაში დღევანდელმა განსახილველმა თემამ ბებია გაახსენა.
„არასდროს დამავიწყდება ბებიაჩემის რჩევა, როდესაც ეგონა, რომ პენუარით გავდიოდი გამოცდაზე და გამაფრთხილა, მუცელი გიჩანსო. სხვა არაფერი ხვდებოდა მახვილ თვალში. არასდროს მაპატიებდა პოლინა ამ ფოტოს. თქვენ რამდენად ითვალისწინებთ უფროსი თაობის რჩევებს?“ – დაწერა ტელეწამყვანმა.