COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 590: 25 მარტის კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.611.688 ადამიანი; ჩატარებულია 2.850.298 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.687 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 590-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.645.301-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.611.688 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.247), გარდაიცვალა – 16.698 (ბოლო 24 საათში – 10). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 714 პაციენტი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 20.918 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.675, PCR–ტესტით – 2.243.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,82%, ბოლო 14 დღის – 5,14%, ბოლო 7 დღის – 3,86%.
სულ ჩატარებულია 2.850.298 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.687 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.