ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით

მართლა აგრესიული და უემოციოა ვერძი, ხოლო ლომი - უზომოდ მამაცი? მართლა ყოველთვის იცავს დისტანციას თხის რქა და ახლოს არავის უშვებს? იქნებ, ეს ჩამოყალიბებული სტერეოტიპია და ზოდიაქოს ნიშნების გარეგნული მახასიათებლების მიღმა კიდევ სხვა საიდუმლოებებიც იმალება?
Sputnik
გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რა თვისებები და საიდუმლოებები იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მიღმა, რას მალავენ ისინი.
ვერძი
რას ფიქრობთ, როდესაც ვერძი თქვენზე დომინირებასა და თავისი უპირატესობის ჩვენებას ცდილობს? სინამდვილეში მას თქვენი მხარდაჭერა და მოწონება სჭირდება. მისთვის აუცილებელია, რომ ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა, დამშვიდდეს, რადგან ბუნებით ძალზე მგრძნობიარე რომანტიკოსია. მას მართლა შეუძლია იყოს უშიშარი რაინდი – თუ გწამთ მისი. მზადაა საკუთარი სიცოცხლეც კი შესწიროს ახლობლების დაცვას. მაგრამ მისთვის უკუკავშირი, ამ ახლობლების მხარდაჭერა აუცილებელია. ძალიან უნდათ, რომ უყვარდეთ, დააფასონ.
კურო
გინდათ იცოდეთ რატომაა ის ასეთი შეუპოვარი და ჯიუტი? რატომაა მისი გადარწმუნება ასე რთული? ამას მუდმივი მარტოობის შეგრძნება იწვევს. შესაძლოა ამ პრობლემის ფესვები შორეულ ბავშვობაშია, როდესაც მიხვდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს და სხვა არავისი. ის ძალზე ძლიერია და არავის იმედზე არ არის. ამით აიხსნება ასევე ხანდახან მისი შემთხვევითი ეგოიზმი მოქმედებებში. მაგრამ ირწმუნეთ, თუ კურო ამბობს „მიყვარხარ“, ეს გულწრფელად ნათქვამია, თუნდაც ეს თვალსაჩინო და ცხადი არ იყოს.
ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები
ტყუპი
თითქოს ძალიან ცდილობენ ყოველთვის. ძალზე სწრაფად მოძრაობენ, ბევრს ფიქრობენ. მათთან ურთიერთობები ყოველთვის რთულია. ხანდახან გვგონია, რომ არ ესმით, რა ხდება გარშემო. ეს იმიტომ, რომ როდესაც შეჩერებას აპირებდნენ, მათ საშინელი ტკივილი მიაყენეს. ისინი აზრობრივად ყოველთვის წარსულში ბრუნდებიან, იმ დროში, როდესაც მოეჩვენათ, რომ ყველაფერი გაიგეს, გააცნობიერეს, მიაღწიეს, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათი ბრალია და საკუთარი თავის პატიება უჭირთ.
კირჩხიბი
კირჩხიბს მსხვერპლის როლის მარადიული თამაში ხანდახან აუტანლად საყვარელ ადამიანად აქცევს, მაგრამ ხანდახან ეს ძალზე გამაღიზიანებელია. მის შიგნით ემოციების ცუნამ-ტაიფუნი არ შეამჩნიო, შეუძლებელია. ის თამაშობს „ბრალმდებლის“ როლს, რათა ბრალი მას დასდონ. არის ძალზე ჭკვიანი, მაგრამ მხილებისა ძალიან ეშინია. გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ხოლო წარსულის შეცდომების გახსენება სევდას ჰგვრის.
ლომი
პირველივე შეხვედრისას მისი კეთილშობილებით, თავდაჯერებულობით მოხიბლული რჩებით. ამ თვისებებით იოლად იპყრობს ირგვლივ მყოფების სიმპათიას. დარწმუნებული იყავით, რომ შინაგანად ის კიდევ უფრო მშვენიერია. ის მალავს თავის ემოციებს - იცოდეთ, რომ ემოციები ნამდვილად გააჩნია. მას ჩვევად ექცა, თავისი თავი დაადანაშაულოს ყოველ ჯერზე, როგორც კი რამე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. თუმცა, მასზე ამას ძნელად თუ იტყვით. მის კეთილ და გულუხვ ნატურას ყოველთვის სურს დახმარება, მაგრამ სულ იმას ფიქრობს, რომ საკმარისი არ გააკეთა და ამით გიღალატათ. სწორედ ამის დასამალად იქცევა ისე, თითქოს მართლა მეფე და ვარსკვლავი იყოს.
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
ქალწული
ქალწული სტაბილური, შეუდრეკელი, პრაქტიკულია. მუდამ აანალიზებს ყველაფერს, გმობს, კიცხავს და აკრიტიკებს. მაგრამ ეს იმიტომ, რომ მთელი სამყაროს ტკივილს გრძნობს და ეს რომ შეწყდეს, ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია. გულის სიღრმეში არც ისე ძალიან უნდა, რომ ყველაფერი უზადოდ, უნაკლოდ გააკეთოს და წარმატებას მიაღწიოს. სინამდვილეში ოცნებობს განვლოს თავგადასავლებით სავსე თავისუფალი ცხოვრება, გაშალოს ფრთები და მაღლა ცაში იფრინოს...
სასწორი
ირგვლივ მყოფების შთაბეჭდილება სასწორზე: თავაზიანი, ღიმილიანი, ზრდილობიანი. არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ არიან ასე გახსნილი მოლაპარაკებებისთვის და მუდამ ისწრაფვიან, რომ კომპრომისი იპოვონ? რადგანაც მთელ ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ არ გაკიცხონ არავინ და კონფლიქტი აირიდონ თავიდან. ამას ძალიან ცდილობენ. სწამთ უკეთესისა ადამიანში. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან და მეგობრებთან მათთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა. მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ უკეთესად იგრძნობენ თავს, თუ საკუთარ ინტერესებს დააყენებენ პირველ ადგილზე. არ ღირს საკუთარი თავის შეცვლა იმათთვის, ვინ თქვენი სიყვარულის ღირსი არაა.
მორიელი
ალბათ ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომ იქცევიან ეს იდუმალი ადამიანები ასე საეჭვოდ, რატომ ინახავენ ამდენ რამეს საიდუმლოდ. ისინი ყველაზე მეტად ამ ქვეყნად სამართლიანობას აფასებენ. მთელი ძალით ცდილობენ სუსტებისა და შეშინებულების დაცვას და საკუთარ თავს საყვედურობენ, როცა ამას ვერ ახერხებენ. ამიტომ „იძირებიან“ ისინი საკუთარ თავში და დამცავ კედელს აგებენ, რომ სხვისი თვალისთვის მათი შინაგანი განცდები უჩინარი იყოს. ამის გამო ხშირად მატერიალისტი და ცივი ჩანან. ხშირად სჩვევიათ მეგობრებისა და შეყვარებულის იდეალიზება, ამიტომ ხშირად იმედგაცრუებული რჩებიან.
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება
მშვილდოსანი
ტიპური მშვილდოსანი - თავდაჯერებული თავგადასავლების მოყვარული, რომელიც ცხოვრების რწმენას ირგვლივ მყოფებში ერთი შეხედვით აღძრავს. მაგრამ... დიდი შინაგანი ბრძოლა უწევთ დემონებთან საკუთარი ძალისა და გონებისთვის. სულის სიღრმეში მხოლოდ ერთზე ოცნებობენ: თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, გარშემო მოსიყვარულე ადამიანები ჰყავდეთ. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაშლილი წიგნივით არიან და მათი წაკითხვა ძალზე იოლია, მაგრამ ეს ასე არ არის. ისინი მხოლოდ იმას აჩვენებენ, რაც საჭიროდ მიაჩნიათ, და თუ ამის ღირსად ჩაგთვალეს.
თხის რქა
თხის რქას უმეტესად ახასიათებენ, როგორც წინდახედულს, საზრიანსა და ფრთხილს. მაგრამ რამდენი რამაა უთქმელი. სინამდვილეში მათ სურთ, რომ იყვნენ სპონტანური და საკუთარ თავში გონივრულობას სძლიონ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, ხასიათის ხშირი ცვალებადობის გამო, საკუთარ თავსაცა და ირგვლივ მყოფებსაც შოკს ჰგვრიან. ამას კიდევ ცალკე განიცდიან. საიდუმლო ისაა, რომ თავი საყვარელ არსებად უნდა იგრძნონ. ისინი კარგად მალავენ თავიანთ მგზნებარე და სექსუალურ ნატურას და ამას „სწორი“ ადამიანისთვის ინახავენ.
მერწყული
მერწყულის უცნაურობა და ექსცენტრულობა მისი საშუალებაა, აჩვენოს სამყაროს, რომ ისეთი არაა, როგორიც ყველა, ვინც სხვებს ტკივილს აყენებს. ის იმედგაცრუებულია კაცობრიობაში და სასაცილო, უცნაური და არალოგიკური სიგიჟეების ჩადენით ამ სისხლისღვრის შეწყვიტა სურს. უნდა, რომ ყველამ იცოდეს მისი განსაკუთრებულობის შესახებ. იმდენად სურს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, რომ ხშირად სრულიად მარტო რჩება.
ზოდიაქოს ნიშნების ოჯახური ფასეულობები
თევზები
განა მართალია მსჯელობა, რომ თევზები მხოლოდ ოცნებობენ, ოცნების კოშკებს აგებენ და მეტი არაფერი? რა თქმა უნდა, არა! პირიქით! შეიძლება ითქვას, რომ ისინი გენიალურიც კი არიან! ის, რაც მეოცნებეობად მიგვაჩნია, მხოლოდ დახმარების განწირული კივილია. თევზები მუდმივად იღებენ სიგნალებს სხვა ადამიანებისგან და, საერთოდ, სამყაროსგან, ამიტომ ასე ძალიან უჭირთ მოდუნება. ზედმეტი ინფორმაციისგან მუდამ დაღლილად გრძნობენ თავს, თითქოს ფიქრისგან ქანცი გამოელიათ. როდესაც შინაგან ბალანსს პოულობენ, მაშინ აჩვენებენ, რა შეუძლიათ სინამდვილეში!