თბილისში სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

Sputnik
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 26 მარტს სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
საღამოზე შესრულდება ბიზეს სიმფონია „დო-მაჟორი“ და ლისტის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N2.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი მსმენელის წინაშე დავით მუქერიას დირიჟორობით წარდგება. სოლისტი იქნება ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ახალქალაქიდან ანაიტ სტელმაშოვა.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე Biletebi.ge.