თბილისში 6 ათასზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო თბილისში 6,2 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ცნობით, ვარკეთილისა და ვაზისუბნის რაიონებს გაზმომარაგება 24 მარტის 23:45 საათიდან შეეზღუდებათ.
გაზმომარაგება აგრეთვე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომუნალურ და საზკვების ობიექტებს.
გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 25 მარტის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათისთვის.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე