საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებიდან 9 კილომეტრში 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ბიძგები ადგილობრივი დროით 18:36 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
წყარო - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.