ყვითელი ამბები

როდესაც საქმროზე მეტად ტომ ჰენკსის დანახვა გახარებს - სიურპრიზი პატარძალს - ვიდეო

Sputnik
ტომ ჰენკსმა მშვენივრად იცის, რომ პატარძლებს მისი ხილვა საქმროებზე მეტად ახარებთ, ამიტომაც 65 წლის მსახიობი მუდამ ცდილობს ქალბატონებს ქორწილის დღე უფრო მეტად გაულამაზოს.
ტომ ჰენკსმა ნეფე-პატარძალს სიურპრიზი მოუწყო. ამჯერად ტომი პიტსბურგში საქორწინო ცერემონიამდე გამართულ ფოტოსესიაზე გამოცხადდა.
ბუნებრივია, პატარძლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მან ცრემლები ვერ შეიკავა. საბოლოოდ ისტორიას ემოციური ფოტოები შემორჩა.