თბილისი, 24 მარტი — Sputnik. რუსულმა მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ ქვეყნის ტერიტორიაზე სერვის News.Google-ზე წვდომა შეზღუდა იმ პუბლიკაციების გამო, რომლებიც „ცრუ ინფორმაციას შეიცავს“ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ, იუწყება РИА Новости.
ამასთან თავად უწყება ხაზს უსვამს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
„როსკომნადზორის“ განმარტებით, ამერიკული ინტერნეტ-რესურსი ფეიკ-პუბლიკაციებზე წვდომას ხდიდა შესაძლებელს, რუსეთში კი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ, რომელიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ახორციელებს უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მიზნით“, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, Google-მა უკვე დაადასტურა, რომ მომხმარებლები ვერ შედიან Google News-ის საიტსა თუ მობილურ დანართში რუსეთის ტერიტორიაზე, რაც „არ უკავშირდება რაიმე სახის ტექნიკურ პრობლემას კომპანიის მხრიდან“.