ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა

ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იყო დაწესებული.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მოკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა გუშინ დაწესდა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.