მორის ყვითელაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილი დაიკავა

მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით მამაკაცები 26 მარტს გამოვლენ.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილს იკავებს.
მორისმა მოკლე პროგრამაში 92,61 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე მყოფმა შომა უნომ (იაპონია) - 109,63 ქულა.
თავისუფალი პროგრამით მამაკაცები 26 მარტს გამოვლენ.
კარინა საფინა და ლუკა ბერულავა (საქართველო)
დღეს ტურნირზე დასრულდება სპორტულ წყვილთა შეჯიბრება, რომელშიც ქართველი წყვილი კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-4 ადგილს იკავებენ.