საწვავის ფასის ზრდაზე გავლენა იქონია ლარის კურსის ვარდნამაც. ახლა ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 3,7 ლარია. რეგიონში საწვავი ყველაზე ძვირი საქართველოშია. ავტომობილისტების ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას აპირებს.
სპეციალისტები საწვავზე აქციზის ფასის შემცირებას დიდი ხანია მოითხოვენ, თუმცა ეს სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ დიდ თანხებს დააკარგვინებს. ამიტომ ეს საკითხი ჯერ არ განიხილება.