საქართველოში ნატოს მოწინააღმდეგეებმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე რეზოლუციას მოაწერეს ხელი

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკრაინაში ნატოს მოქმედების წინააღმდეგი არიან.
Sputnik
საზოგადოებრივი ორგანიზაციების – „ისტორიული მემკვიდრეობისა“ და „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელების ტარას გაგნიძისა და გულბაათ რცხილაძის ინიციატივით გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციაში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.
შეიკრიბნენ საზოგადოებრივად აქტიური სპეციალისტები, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები გამოვიდნენ „მასმედიაში გაჩაღებული ანტირუსული ისტერიის წინააღმდეგ“, „რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს პლაცდარმად გამოყენების მცდელობის წინააღმდეგ“, განსაკუთრებით, უკრაინაში დღეს არსებული ვითარების ფონზე.
განხილვის შედეგად მიღებულ განცხადებაში მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა უკრაინის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით აღნიშნეს:
„კოლექტიური დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკის საპასუხოდ რუსეთმა გასული წლის 17 დეკემბერს აშშ–ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებზე შეთანხმება და წარადგინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულებების პროექტები, ხოლო უკრაინისგან მინსკის შეთანხმებათა შესრულება მოითხოვა.
ნატოს მოწინააღმდეგეებმა საქართველოში ხელი მოაწერეს რეზოლუციას უკრაინაში არსებულ ვითარებაზე
რუსეთის წინადადებების მიხედვით, უსაფრთხოება უნდა ყოფილიყო საერთო უკლებლივ ყველასთვის და აშშ–ნატოს უნდა გაეყვანა რუსეთის საზღვრების გასწვრივ განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა და შემტევი შეიარაღება“.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციის წარმართვისას ყოველთვის ტოვებენ ჰუმანიტარულ დერეფნებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელშიც მხარი დაუჭირეს მთავრობის პოზიციას ანტირუსულ სანქციებთან მიერთებისგან თავის შეკავების შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, აღნიშნეს, რომ აუცილებელია უფრო გადამწყვეტი პოზიციის გამოჩენა დესტრუქციული ოპოზიციის მიმართ.
აქვე დასძინეს, რომ კიევი საქართველოს ხელისუფლების მიმართ იჩენს უპატივცემლობას და ითხოვს, საქართველომ იმოქმედოს თავისი სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ და ჩაებას ანტირუსულ ალიანსში.
ნატოს მოწინააღმდეგეებმა საქართველოში ხელი მოაწერეს რეზოლუციას უკრაინაში არსებულ ვითარებაზე
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, აღკვეთონ ქვეყანაში მიმდინარე ანტირუსული კამპანია.
მათი თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა საგრძნობლად შეცვალა ევრაზიისა და მთელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი. მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს სწორი დასკვნების გაკეთებისკენ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებისკენ.