ყვითელი ამბები

„მანქანას გაყინული თოვლის უზარმაზარი ნაწილი დაეცა. შავმა ჯიპმა გამიჩერა...“- მაია ასათიანი

მაია ასათიანი სასწაულებრივად გადაურჩა ავარიას.
Sputnik
ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მანქანა გაუჩერდა შუა გზაზე, რადგან მას გაყინული თოვლის უზარმაზარი ნაწილი დაეცა და ძლივს გადაურჩა ავარიას. გადმოვიდა მანქანიდან და ცდილობდა თოვლისგან გაეწმინდა, რა დროსაც სამმა „კარგად გამაძღარმა ჯეელმა“ დიდი შავი ჯიპი გააჩერა და ის გალანძღა იმის გამო, რომ არასწორ ადგილზე ჰქონდა მანქანა გაჩერებული.
როგორც ტელეწამყვანი წერს, არცერთ მათგანს არ მოსვლია აზრად, რომ ეკითხა, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვერ ახერხებდა თოვლისგან სათანადოდ გაეთავისუფლებინა მანქანა.