ყვითელი ამბები

ია ფარულავა „ფორმულაზე“ საკუთარი გადაცემით დაბრუნდა - ვინ იქნება პირველი სტუმარი

ია ფარულავამ ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“ დატოვა.
Sputnik
მსახიობი ია ფარულავა გადაცემა „ფარულ კონვერტს” ახლა უკვე „ფორმულის” ეთერში წაიყვანს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მსახიობის სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი.
ყვითელი ამბები
„კატის გარეშე ვერ ვიძინებ... კაცი არ მითქვამს“ – ია ფარულავა სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
როგორც ირკვევა, გადაცემა 4 აპრილიდან გავა ეთერში. პირველი გადაცემა იამ უკვე ჩაწერა და მისი სტუმარი ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.
მსახიობმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რამდენიმე დღის წინ დატოვა. აქამდე არაა ცნობილი, რა მიზეზით წამოვიდა ტელეკომპანიიდან.