თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო–უდაბნო–დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო გუშინ დაწესდა.
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.