ძლიერმა თოვლმა აჭარაში პრობლემები შექმნა

მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება ყველა მიმართულებით დაშვებულია.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, თემებთან დამაკავშირებელი გზებისა და შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბლობში 20-30 სანტიმეტრია.
მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება დაშვებულია ყველა მიმართულებით.
წყარო: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი