თელავში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. თელავში მოსულმა თოვლმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოანგრია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 მეტრი სიგრძის რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევა სახურავიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ გამოიწვია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ თელავის მერიისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
წყარო: Rustavi 2