თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საფრანგეთმა შესაძლოა შემოიღოს ბარათები საკვებ პროდუქტებზე, რათა დაეხმაროს ყველაზე გაჭირვებულ საოჯახო მეურნეობებსა და საშუალო ფენას სასურსათო კრიზისთან გამკლავებაში, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
მანამდე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისმა და სოფლის მეურნეობის წარმოების შესაძლო შეფერხებებმა რუსეთსა და უკრაინაში, როგორც ძირითადი საკვები პროდუქტების ორ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, შეიძლება სერიოზულად გაამწვავოს სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები მსოფლიოში.
მაკრონის თქმით, მოახლოებული სასურსათო კრიზისის გამო საფრანგეთი ევროპულ დონეზე კოორდინირებული რეაგირების ინიციატივით გამოვა.
„რას ვაპირებთ მოკლევადიან პერსპექტივაში? თითქმის იგივეს, რაც გაკეთდა ენერგეტიკის სფეროში. მე შემოვიღებ სასურსათო ბარათებს, რათა ყველაზე გაჭირვებულ საოჯახო მეურნეობებსა და საშუალო ფენას ფასების ზრდასთან გამკლავებაში დავეხმაროთ“, – განაცხადა მაკრონმა რადიოსადგურ France bleu-ს ეთერში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.