პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით ბელიზის სახელმწიფოში იმყოფებოდნენ. კეიტი თვითმფრინავიდან „ჯენი პეკჰამის“ ულამაზეს ლურჯ კაბაში გადმოვიდა, რომელიც ბელიზის დროშის ფერებში იყო შერჩეული.
მეუღლეებს აეროპორტშივე შეხვდა გუბერნატორი მეუღლესთან ერთად. მალევე მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გადაინაცვლეს.
აღმოჩნდა, რომ ბელიზის მცხოვრებლებისთვის საკმაოდ უსიამოვნო აღმოჩნდა კეიტისა და უილიამის ვიზიტი. მოსახლეობამ მათ კოლონიზატორები უწოდა და ტრანსპარანტებით დახვდა, რომლებსაც ეწერა „დატოვეთ ჩვენი მიწა“.
შედეგად, უილიამსა და კეიტს ადგილობრივ კაკაოს ქარხანაში ვიზიტის გაუქმება მოუწიათ.