თბილისი, 22 მარტი – Sputnik. კულტურის სამინისტროს კონკურსის „იშვიათობად ქცეული წიგნების თარგმნა ან/და გამოცემა“ გამარჯვებული გახდა შპს „სეზან ფაბლიშინგი“, რომელიც რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმანებზე მუშაობს.
უწყების ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს სამინისტროს მიერ კონკურსის ფარგლებში შეთავაზებულ რარიტეტულ გამოცემას.
კერძოდ, გამომცემლობა მუშაობს 1958 წელს გამოცემულ წიგნზე „თბილისი. ძველი ქალაქის არქიტექტურა და XIX საუკუნის პირველი ნახევრის საცხოვრებელი სახლები“.
წიგნის ავტორია ქართველი არქიტექტორი, რესტავრატორი, არქიტექტურის მკვლევარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვახტანგ ცინცაძე.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 30 ათას ლარს შეადგენს.