თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.053 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 447 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 143, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 99, გურია – 84, კახეთი – 76, შიდა ქართლი – 65, ქვემო ქართლი – 37, აჭარა – 34, მცხეთა-მთიანეთი – 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 13.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.067 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.601.578-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 7 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.678-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 25.013 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 766 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 388, იმერეთში – 177, აჭარაში – 55.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 208 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, იმერეთში – 33, აჭარაში – 28.
24.247 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.053-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.643.295-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.