მსოფლიო დღეს

დასავლეთმა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის განახლება მოითხოვა

Sputnik
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, უკრაინამ, ესტონეთმა, საქართველომ, კანადამ, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა ოთხშაბათისთვის გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სპეციალური სესიის განახლება მოითხოვეს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

„მოვითხოვთ გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიის განახლებას 2022 წლის 23 მარტს, რათა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები განვიხილოთ“, — ნათქვამია წერილში.

ამის კვლადაკვალ გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ აბდულა შაჰიდმა გაავრცელა წერილი, რომლის თანახმადაც, შეხვედრა 23 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება.
გამორიცხული არ არის, რომ საგანგებო სესიაზე გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყაროს ჰუმანიტარული რეზოლუციის პროექტს, რომლის თანაავტორები არიან დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატები, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, ლიეტუვა, ლატვია. ეს პროექტი მას შემდეგ მომზადდა, რაც მექსიკამ და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში საკუთარი რეზოლუციის პროექტის მიღებას ვერ მიაღწიეს.