COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 1.053: 22 მარტის კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.601.578 ადამიანი; ჩატარებულია 2.844.372 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.661 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.053-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.643.295-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.601.578 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.067), გარდაიცვალა – 16.678 (ბოლო 24 საათში – 7). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 766 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 21.614 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.284, PCR–ტესტით – 2.330.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,87%, ბოლო 14 დღის – 7,19%, ბოლო 7 დღის – 4,78%.
სულ ჩატარებულია 2.844.372 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.661 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge