თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამასთან, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ ეტაპზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მლეთა–გუდაურისა და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა რუსეთისკენ მიმავალი ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა.