თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ოსაკაში მიმდინარე მარტის ტურნირზე გამართული ცხრა ბრძოლიდან მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.
ორშაბათს ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მეთოთხმეტე მაეგაშირა, 23 წლის კოტოშოჰო (Kotoshoho) დაამარცხა. ქართველმა გოლიათმა მეტოქეს ჰატაკიკომის ილეთით მოუგო.
ტურნირის მეათე დღეს 34 წლის ტოჩინოშინი დაუპირისპირდება დასავლეთის მესამე მაეგაშირას, 27 წლის მაისეის, რომელსაც ამ დროისთვის უარყოფითი ბალანსი აქვს (ცხრა ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოგება).
ტიტულის შესანარჩუნებლად და ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებისთვის ტოჩინოშინს კიდევ ორი თეთრი ბურთულა სჭირდება. გუშინ ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამას მოუგო.
მარტის ბაშო 27 მარტამდე გასტანს.