საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის თასი მოიგო - საუკეთესო ფოტოები

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და უკვე მეთოთხმეტედ მოიგო პრესტიჟული ჯილდო – ევროპის თასი.
Sputnik
მანამდე ქართულმა გუნდმა გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რომელიც 2023 წელს საფრანგეთში გაიმართება.
1 / 10

საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასი უკვე მეთოთხმეტედ მოიგო

2 / 10

ესპანეთის გუნდთან შეხვედრას უამინდობა დაემთხვა

3 / 10

მიუხედავად ცუდი პირობებისა, ქართველმა მორაგბეებმა ესპანელებს არანაირი შანსი არ დაუტოვეს

4 / 10

ერთმანეთს ხვდებოდა ჯგუფის ორი ლიდერი. მატჩამდე ესპანეთის ნაკრები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებდა 17 ქულით, მეორეზე იყო საქართველო 15 ქულით, შემდეგ პორტუგალია - 12, რუმინეთი - 9, ნიდერლანდი - 4 და რუსეთი - 1 ქულა

5 / 10

ბორჯღალოსნებმა შეხვედრა დიდი ანგარიშით - 49:15 მოიგეს

6 / 10

საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა

7 / 10

უნდა აღინიშნოს, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ყველა წამყვანი მოთამაშე დაუპირისპირა ესპანურ გუნდს

8 / 10

რომლებმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს

9 / 10

მართლაც, 34 ქულის სხვაობა ესპანეთის წინააღმდეგ - ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა

10 / 10

ახლა ევროპის თასი კვლავ საქართველოშია! ამას გარდა, ქართულმა გუნდმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა