რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის, გოგონას დედა გასული წლის მაისში გახდა. რუსკამ და სანდრომ შვილს კატო დაარქვეს. რუსკას პირველი შვილი, ილია ნიჟარაძე ჰყავს, რომელიც ოქტომბერში 3 წლის გახდა.
ცოტა ხნის წინ რუსკამ გოგონას უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ის შვილს სთხოვს სიტყვა „ალო“ თქვას, კატო კი ჯიუტად იმეორებს „დედას“.
პოზიტიურმა და ყველასათვის საყვარელმა რუსკამ არც ისე დიდი ხანია, რაც თბილი ოჯახი შექმნა. მათი წყვილი ბევრისთვის სამაგალითო გახდა. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.