ყვითელი ამბები

„გადმოუყრიათ ყველაფერი...“ - ნოდიკო ტატიშვილს მანქანა გაუტეხეს - ფოტოები

ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში დაზიანებული ავტომანქანის ფოტოებს აქვეყნებს.
Sputnik
მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს მანქანა გაუტეხეს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მძარცველებმა საფულე ვერ იპოვეს.

„ჩემს სადარბაზოსთან ჩემი მანქანა გაუტეხავთ. გადმოუყრიათ ყველაფერი, საფულე გადარჩა, ვერ იპოვეს. P.S ამის მერე საფულეს აღარ დავტოვებ მანქანაში”, – დაწერა ნოდიკო ტატიშვილმა.