ცნობილი მსახიობი და ტელესახე ნანკა კალატოზიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე, კალათბურთელი ირაკლი კეიდია, რომლისგანაც ერთი შვილი ჰყავს, მისი ყველაზე დიდი სიყვარული იყო.
„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.
წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ნანკა დღეს შეყვარებული, მსახიობმა უპასუხა: „არა, აი, ასე, შეკვეთით არ ვიცი როგორ ხდება ეგ. უნდა გამოჩნდეს ვიღაც, რომ ვიგრძნო“.