თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობა აუქციონზე გაიყიდა, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„მიხეილის საავადმყოფო“ – ქალაქის პირველი საავადმყოფოა, რომელიც ტფილისში XIX საუკუნეში გაჩნდა, რაც კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური ხელშეწყობით მოხდა. კავკასიაში პირველი სამედიცინო დაწესებულება გერმანული წარმოშობის ცნობილმა არქიტექტორმა ზალცმანმა ააგო. მაშინდელ მიხეილის გამზირზე მდებარე საავადმყოფოს მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. ოფიციალურად საავადმყოფო 1868 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა. ხოლო მიხეილის სახელწოდება 1882 წელს მიენიჭა.
ლოტის საწყისი ფასი 16 მლნ მლნ ლარს შეადგენდა. აუცქიონის გამარჯვებული გახდა მისი ერთადერთი მონაწილე კომპანია Hans Ltd, რომელმაც 16 მლნ ლარად შეიძინა არა მარტო შენობა, არამედ კომპლექსის ირგვლივ მდებარე ტერიტორია – 20.633 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.
დოკუმენტაციის თანახმად, ახალ მფლობელს რაიმე სახის ახალი საინვესტიციო ვალდებულება არ ეკისრება. მიუხედავად ამისა, მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საავადმყოფოს კომპლექსი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის რადიკალურად შეცვლა ან გადაკეთება დაუშვებელია.
ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაარკვიეს, რომ კომპანიის მფლობელი წარმოშობით ბათუმელი რუსი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი გახდა.
ობიექტი პირველად აუქციონზე 2018 წელს გაიტანეს პროექტის „50 ობიექტი შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანიც ქვეყნის სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. გასაყიდი ლოტის საწყისი ფასი 35 მლნ ლარს შეადგენდა, მაგრამ დაინტერესებული პირი არ გამოჩნდა.
ობიექტი აუქციონზე ხელმეორედ გაიტანეს. ამასთან შეიცვალა არა მარტო ფასი, არამედ პირობებიც. მყიდველს ისტორიული შენობის რესტავრაციაზე და მის სასტუმროდ რეკონსტრუქციაზე 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ასევე ყველა არქიტექტურულ საკითხში კონსულტაცია უნდა გაევლო მერიასა და კულტურის სამინისტროსთან.