COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 21 მარტი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.599.511 ადამიანი; ჩატარებულია 2.842.541 აცრა, ერთ დღეში აცრილია 130 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 368-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.642.242-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.599.511 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.225), გარდაიცვალა – 16.671 (ბოლო 24 საათში – 8). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 813 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 5.885 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.783, PCR–ტესტით – 2.102.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,25%, ბოლო 14 დღის – 8,23%, ბოლო 7 დღის – 5,42%.
სულ ჩატარებულია 2.842.541 აცრა, ერთ დღეში აცრილია 130 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge