ტოჩინოშინმა საგაზაფხულო ტურნირზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა - ვიდეო

მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამას დაუპირისპირდა.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი - Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტურნირზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამას დაუპირისპირდა.
ტოჩინოშინმა მეტოქე ეფექტური გდებით დოჰიოდან გადაიყვანა და თეთრი ბურთულა დაიმსახურა.
ორშაბათს ტოჩინოშინი შეცდება მეექვსე ბურთულის მოპოვებას და აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა, 23 წლის კოტოსიოჰოს დამარცხებას. უკანასკნელს, ტოჩინოშინის მსგავსად, ხუთი გამარჯვება და სამი წაგება აქვს.
მარტის ბაშო 27 მარტამდე გასტანს.