ლავროვი: რუსეთში რეპატრიაცია მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს

ლავროვის თქმით, თანამემამულეთა დაბრუნების პროცედურა რადიკალურად უნდა გამარტივდეს
Sputnik
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რეპატრიაციის მაქსიმალური გამარტივებისკენ მოუწოდა.
სერგეი ლავროვი შაბათს სიტყვით გამოვიდა კონკურს „რუსეთის ლიდერების" ტრეკის „საერთაშორისო" ფინალის გახსნაზე.
„მიმაჩნია, რომ რეპატრიაცია კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა გაფორმდეს, დიახ, ფორმალობების და აუცილებელი იურიდიული ნორმების დაცვით, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს - რადიკალურად გავუმარტივოთ რუსეთში დაბრუნების ან უბრალოდ რუსეთში საცხოვრებლად ჩამოსვლის შესაძლებლობა მათ, ვინც თავს რუსად გრძნობს", - ციტირებს ლავროვს РИА Новости.