COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 20 მარტი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.598.286 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.507), გარდაიცვალა – 16.663 (ბოლო 24 საათში – 20). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 801 პაციენტი.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 475-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.641.874-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.598.286 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.507), გარდაიცვალა – 16.663 (ბოლო 24 საათში – 20). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 801 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 8.311 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.203, PCR–ტესტით – 2.108.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,72%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო 7 დღის – 5,54%.
სულ ჩატარებულია 2.842.355 აცრა, ერთ დღეში აცრილია 656 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge