მსოფლიო დღეს

ბელგიაში ფესტივალზე ავტომობილმა ხალხს გადაუარა

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სასწრაფო დახმარება, დაშავებულების დასახმარებლად სასწრაფო დახმარების რვა მანქანა იყო მობილიზებული.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ბელგიის ქალაქ სტრეპი-ბრაკენიში ავტომობილი ხალხის მასას შეეჯახა, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი RTL.
ინციდენტი ბელგიურ სტრეპი-ბრაკენში საკარნავალო მსვლელობის დროს კვირა დილით მოხდა - ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე.
„საუბარია 4 დაღუპულზე, 7 ადამიანი მძიმედ არის დაჭრილი და 15 - მსუბუქად“, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
ტელეკომპანიის ცნობით, ეჭვმიტანილი დააკავეს, მისი მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი.
სტრეპი-ბრაკენის მერმა მომხდარს „კატასტროფა" უწოდა.
RTL-ის ტელეწამყვანმა ფაბრის კოლინიონმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა კარნავალში, მომხდარის დეტალებზე ისაუბრა:
„ჩვენ მივდიოდით გრძელი კოლონით და დაახლოებით 150 კაცი ვიყავით. მანქანა ფაქტიურად ადამიანთა ჯგუფში შევარდა <... > საშინელება იყო."
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო დახმარება, დაზარალებულთა დასახმარებლად სასწრაფო დახმარების რვა მანქანა იყო მობილიზებული, გაიხსნა ფსიქოლოგიური დახმარების ხაზი.