საქართველოს რკინიგზა: მატარებლების მოძრაობის განრიგი შეიცვლება

მგზავრობის მსურველებს ბილეთების ყიდვა შეუძლიათ როგორც საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის მეშვეობით, ასევე სალაროებში.
Sputnik
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები 21 მარტიდან შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ, ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეცვლილი განრიგი შეეხება თბილისი-ოზურგეთის, ოზურგეთი-თბილისის, თბილისი-ქუთაისის, ქუთაისი-თბილისის, თბილისი-ზუგდიდის, ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ბათუმის, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ფოთის და ფოთი-თბილისის მიმართულებებს.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის ticket.railway.ge მეშვეობით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
წყარო - საქართველოს რკინიგზა