მსოფლიო დღეს

ლიეტუვის სეიმის შენობაზე თავდასხმა მოხდა

დამნაშავე დაკავებულია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
Sputnik
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ვილნიუსის ცენტრში, გედიმინასის გამზირზე, ლიეტუვის სეიმის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა ადვილად აალებადი სითხით სავსე კონტეინერები ისროლა, იუწყება Sputnik-ლიეტუვა ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
შემთხვევა წინა დღეებში ღამით მოხდა, თუმცა ფაქტის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
სამართალდამცავების ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა ადვილად აალებადი ნარევით სავსე ორი კონტეინერი ისროლა პარლამენტის შენობის შიდა ეზოში და შენობის კედელზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბოროტმოქმედი ადგილზევე დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის დანაშაულის მცდელობისა და ნივთის განადგურების ან დაზიანების მუხლით. ამ უკანასკნელისთვის სასჯელი ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ჯარიმას, ანდა თავისუფლების შეზღუდვას ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.