ყვითელი ამბები

„მაძლევენ შენიშვნებს...“ - როგორი დედაა მარიტა მელიქიშვილი

Sputnik
ტელესახისა და მსახიობის გიორგი გასვიანის ახალგაზრდა მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ვაჟის გალაკტიონ გასვიანის დაბადების შემდეგ მალევე არაჩვეულებრივ ფორმაში ჩადგა. მან ახლახან მეუღლესა და შვილთან ერთად აღნიშნა დაბადების დღე. მშობლებმა საზოგადოებას პირველად წარუდგინეს თავიანთი პატარა ბიჭუნა და უამრავი თბილი გამოხმაურებაც დაიმსახურეს.
მარიტა დაბადების დღეზე განსაკუთრებულად კარგად გამოიყურებოდა. ის შესანიშნავ ფორმაში იყო წითელ, ტანზე მორგებულ კაბაში. მარიტა მელიქიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა „პოსტივიმ“. გადაცემის წამყვანმა ჰკითხა მარიტას, როგორ გრძნობს თავს შვილის შეძენის შემდეგ.

„ალბათ, გალაკტიონი რომ გაიზრდება, მერე შემაფასებს, როგორი დედა ვარ. ლაქტაციის პერიოდი საკმაოდ რთული იყო. ყველა დედა გმირია. მეც გამოვცადე ეს გრძნობა. ვფიქრობ, 19 წლის ასაკთან შედარებით, მგონი, კარგი დედა ვარ. ინფორმირებული ვარ, ასე თუ ისე. მართლა ძალიან ზრუნავენ ჩემზე გამომწერები, მაძლევენ შენიშვნებს. დიდი მადლობა ყველას, ასეთი აქტივობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მეხმარებიან მშობლებიც, რუსიკოც, პედიატრთანაც მაქვს კონტაქტი. ნელ-ნელა ვსწავლობ. ბევრი მრჩეველი მყავს გარშემო“, – ამბობს მარიტა.