სტრესის საწინააღმდეგოდ: პრინცმა უილიამმა კეიტ მიდლტონის საიდუმლო გატაცება გაამხილა

მორჩილი ჰერცოგინიის მოულოდნელმა ჰობიმ სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები გააოცა, ზოგიერთს კი ეს უკიდურესად შემაშფოთებლად მოეჩვენა.
Sputnik
რამდენიმე წლის წინ პრინც ჰარის უფროსმა ძმამ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა შოტლანდიელ მხატვარს და პოპულარული გასაფერადებელი გვერდების შემქმნელს ჯოანა ბასფორდს. ცერემონიის დროს პრინცმა მოულოდნელად გაამჟღავნა ცოლის საიდუმლო ჰობი.
ჰერცოგმა აღიარა, რომ მის საყვარელ მეუღლეს არ შეუძლია იცხოვროს სტრესის საწინააღმდეგო გასაფერადებლების გარეშე. ეს ამბავი ახლა თავად ბასფორდმა გაიხსენა.

„რატომაც არა? დაკავებული დედა, რომლის წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია, მუდმივად განიცდის სტრესს მემკვიდრეთა აღზრდისა და ოჯახის დაცვისას", – დაიცვა მხატვარმა კეიტ მიდლტონი.

იმისდა მიუხედავად, რომ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს გაფერადებას და ამას ბავშვთა აქტივობას უწოდებს, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს საქმიანობა დასვენების შესანიშნავი საშუალებაა.

„თანამედროვე ადამიანები დიდ დროს ატარებენ გაჯეტებში და მუდმივად უყურებენ ეკრანებს, ხოლო ხელების ჩართვა შემოქმედებით საქმიანობაში ხელს უწყობს საკუთარ თავთან დაკავშირებას", – ამბობს ჯანმრთელობის ექსპერტი ანტონია ჰარმონი.