მსოფლიო დღეს

სკანდალი Facebook-ზე: კომპანია Meta თაღლითური რეკლამების გავრცელებაში დაადანაშაულეს

Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. კომპანია Meta-მ სოციალურ ქსელ Facebook-ში კრიპტოვალუტაში ინვესტიციების თაღლითური რეკლამები გაავრცელა, რომლებშიც თითქოს ავსტრალიელი ცნობილი ადამიანები იყვნენ ჩართული, აცხადებს ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისია (ACCC).
აღნიშნულმა რეკლამებმა, რომლებიც კრიპტოვალუტაში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდებს მოსახლეობას, შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს Facebook-ის მომხმარებლები და დაარწმუნოს ისინი, რომ რეკლამირებული პროდუქტები ცნობილ ადამიანებთან ასოცირდება.
აღინიშნება, რომ ამ რეკლამებში წარმოდგენილი იყვნენ: ბიზნესმენი დიკ სმიტი, ტელეწამყვანი დევიდ კოხი და ახალი სამხრეთ უელსის ყოფილი პრემიერი მაიკ ბეირდი. სინამდვილეში კი არცერთი მათგანს არანაირი კავშირი არ აქვს მსგავს პროექტებთან და არც მხარდაჭერა გამოუცხადებიათ.
Facebook-ზე გავრცელებული რეკლამები შეიცავდა ბმულებს, რომლებსაც იუზერები აღნიშნული პირების ყალბ გამონათქვამებზე გადაჰყავდა, და ასევე რეგისტრაციის ფანჯარას, სადაც პირადი კონტაქტების დატოვება იყო აუცილებელი. შემდეგ თაღლითები დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ურეკავდნენ და ფსიქოლოგიური ზეწოლითა თუ მოტყუებით არწმუნებდნენ, ფული გაეგზავნათ მათთვის.
როგორც მარეგულირებელ ორგანოში მიაჩნიათ, Meta-ს ადმინისტრაციამ იცოდა, რომ მის პლატფორმაზე ასეთი აქტივობა ხორციელდებოდა, მაგრამ მაღალი მოგების გამო არანაირი ზომა არ მიუღია.
მათი თქმით, ასეთი მიდგომა არღვევს ავსტრალიის ორ კანონს და ასევე ზიანს აყენებს ცნობილი ადამიანების რეპუტაციას.
გარდა ამისა, დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ Facebook-ზე სამიზნე აუდიტორიის დახვეწილი კონფიგურაციის (ტარგეტინგის) წყალობით რეკლამა მომხმარებელთა ყველაზე მოწყვლად კატეგორიას მიეწოდებოდა.
მაგალითად, კომისიის ხელმძღვანელ როდ სიმსის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის შედეგად მომხმარებელმა თაღლითებს 650 ათასი ავსტრალიური დოლარი (დაახლოებით 480 ათასი აშშ დოლარი) გადაურიცხა.