კაჩინსკის ძეგლი ახალ ბულვარში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ დაიდგა.
ლეხ კაჩინსკი იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი, რომელმაც 2008 წელს ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დროს გამოგვიცხადა მხარდაჭერა და ეს ძეგლი არის ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლო, განაცხადა გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერმა მათეუშ მორავიეცკიმ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს. ცერემონიაზე წაიკითხეს ლეხ კაჩინსკის ძმის მიმართვა. საქართველოში ეს ლეხ კაჩინსკის უკვე მეორე ძეგლია.