ქართველი მხატვრები არტ-ბაზრობა Art Dubai-ში მონაწილეობდნენ

ქართველი თანამედროვე მხატვრების შემოქმედება Art Dubai-ზე საკმაოდ მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. გალერეებმა Artbeat და Window Project ყოველწლიურ არტ-ბაზრობაზე Art Dubai ქართველი მხატვრების ნამუშევრები წარადგინეს.
Art Dubai ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების ნიმუშთა მთავარი ბაზრობაა. ორგანიზატორები მას მსოფლიოს ყველა არტ-ბაზრობას შორის ყველაზე გლობალურს უწოდებენ.
Window Project-მა ახალი მედიის განყოფილებაში წარმოადგინა უტა ბექაიასა და უზბეკი ციფრული მხატვრის დენის დავიდოვის ერთობლივი NFT ნამუშევრები Sacred Creatures: BajBajas.
გალერეამ ასევე წარადგინა მხატვრების ვახტანგ ქოქიაშვილის, ანანო ჯანაშიას, უტა ბექაიას ალექსეი დუბინსკის ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების განყოფილებაში.
გალერეა Artbеаt-მა კი მაია ნავერიანის, ქეთი კაპანაძისა და ჯონ რიგენჰოფის ნამუშევრები წარადგინა.