თოვლი რიკოთის უღელტეხილზე: უზარმაზარი „საცობები“ გვირაბთან - ვიდეო

საქართველოში ბოლო დღეებში მკვეთრად აცივდა და გათოვდა. რიკოთის უღელტეხილზე ძლიერმა თოვამ პრობლემები შეუქმნა საავტომობილო მიმოსვლას.
Sputnik
ცენტრალურ ავტოტრასაზე, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემები შეიქმნა. ამის მიზეზი ძლიერი თოვა გახდა. გზაზე შეიქმნა საავარიო სიტუაციები, ზოგიერთი ავტომობილი საერთოდ უძრავად იდგა სავალ ნაწილზე.