პესკოვი: რუსეთი არ მიიღებს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას

Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთი ვერ მიიღებს მხედველობაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინასთან დაკავშირებით, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
საუბარია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაუყოვნებლივ შეჩერებას შეეხება.
პესკოვის თქმით, ამ საკითხში რუსეთის თანხმობის მიღება შეუძლებელია.

„ჩვენ ვერ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას მხედველობაში. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ისეთი ცნება, როგორიცაა მხარეთა თანხმობა. აქ არანაირ თანხმობაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ეს ისაა, რისი მიღებაც არ შეგვიძლია“, — განაცხადა პესკოვმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაეროს საერთაშორისო სასამართლომ 16 მარტს მიიღო. სასამართლოს თავმჯდომარემ ჯოან დონაჰიუმ მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება კონფლიქტი კიდევ მეტად გაამწვავოს. ამასთან მან აღნიშნა, რომ დროებითი ზომების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს, როგორც რუსეთი აცხადებს, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.