თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა 2002 წლიდან ძებნილი პირი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" ტერიტორიაზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი სსკ-ის 179-ე მუხლით (ყაჩაღობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 20 წლის განმავლობაში იძებნებოდა, ის სამართალდამცველებმა უკვე მსჯავრდებულის სტატუსით დააკავეს.
სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო