ტელეწამყვან გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ბიჭი გასული წლის დეკემბერში შეეძინათ. წყვილმა შვილს გალაკტიონი დაარქვა, ხოლო ბავშვის სახეს აქამდე არ აჩენდნენ.
16 მარტს მარიტა მელიქიშვილი 20 წლის გახდა და წყვილმა გადაწყვიტა ამ დღეს გალაკტიონის ფოტო გამოექვეყნებინათ, სადაც სახე უჩანს. ფოტომ დადებითი კომენტარები დაიმსახურა.
წყვილი 2021 წლის იავარში დაქორწინდა. ჯვრისწერას თითქმის მთელი ქართული ბომონდი ესწრებოდა.