ყვითელი ამბები

რომელი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინის შვილებმა - დეტალები

რუსი კომიკოსი, ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ალა პუგაჩოვა 2017 წლის 18 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაქორწინდნენ. ამ შემთხვევაში წყვილმა ჯვარი დაიწერა, და მათ ტყუპები – ლიზა და გარი მონათლეს.
Sputnik
რუსული მედია წერს, რომ მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას შვილებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. ოფიციალურად გალკინი და პუგაჩოვა ამას არ ადასტურებენ, თუმცა მასმედიაში ირწმუნებიან, რომ ეს სიმართლეა.
ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ მეუღლეებმა კვიპროსზე სახლი შეიძინეს და იქაური მოქალაქეობაც მიიღეს. აქვე მათ კვიპროსის ეკონომიკურ ფონდში 2 მილიონი ევროც გადარიცხეს.
მედიაში ვარაუდობენ, რომ ალას და მაქსიმის შვილებმაც სწორედ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღეს და, სავარაუდოდ, ოჯახი საცხოვრებლად იქ გადაბარგდება.
რუსი კომიკოსი, ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ალა პუგაჩოვა 2017 წლის 18 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაქორწინდნენ. ამ შემთხვევაში წყვილმა ჯვარი დაიწერა და მათ ტყუპები - ლიზა და გარი მონათლეს. გალკინი და პუგაჩოვა ერთად 2001 წლიდან ცხოვრობენ.