მსოფლიო დღეს

ტოკაევს ყაზახეთში მმართველობის ფორმის შეცვლა სურს

Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევს ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლა სურს, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“, რომელიც პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვას ონლაინ-რეპორტაჟით აშუქებს.
ტოკაევს მიაჩნია, რომ ყაზახეთი მმართველობის სუპერსაპრეზიდენტო ფორმიდან ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე უნდა გადავიდეს.

„ჩვენ გვჭირდება კარგად გააზრებული ნაბიჯები ყაზახეთის განვითარების პოლიტიკური მოდელის რესტრუქტურიზაციისთვის. უპირველეს ყოვლისა, საუბარია მმართველობის სუპერსაპრეზიდენტო ფორმიდან ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე საბოლოო გადასვლაზე. ასეთი სისტემა უზრუნველყოფს ინსტიტუტების ძალაუფლების ოპტიმალურ ბალანსს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ყაზახეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პარლამენტის წინაშე ტოკაევის გამოსვლას 48 მედიასაშუალების 150 წარმომადგენელი ესწრება.